ჩვენი ისტორია

ჩვენი ისტორია 2021 წელს იწყება — უბრალო ჰობით, რომელიც დროთა განმავლობაში დიდ მოგზაურობად იქცა. უნიკალური ვინტაჟური ავტომობილების სიყვარული ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და მალე მივხვდით, რომ ეს გრძნობა მხოლოდ ჩვენ არ უნდა განგვეცადა. სწორედ აქედან დაიბადა იდეა — შეგვექმნა სერვისი, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემდა შეხებოდნენ კლასიკის ელეგანტურ სამყაროს და გაეზიარებინათ ის განსაკუთრებული ემოცია, რასაც ვინტაჟური ავტომობილები იწვევს. ასე დაარსდა R'RETRO Car Classics.

ჩვენი მიზანია შევქმნათ პრემიუმ კლასის ავტომობილების მუდმივად განახლებადი და უნიკალური კოლექცია. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ავტოპარკში შევიტანოთ მსოფლიოში გამორჩეული კლასიკური მოდელები და გავზარდოთ მომსახურების ხარისხი იმ დონემდე, რომელიც თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი — ავტომობილის იდეალური მდგომარეობიდან დაწყებული, პროფესიონალური მომსახურებით და თქვენთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებით დასრულებული.

დღეს R'RETRO არაა მხოლოდ კლასიკური ავტომობილების გაქირავებით დაკავებული. მომხმარებელთა ბედნიერმა ემოციებმა გვიბიძგა, რომ ჩვენი შესაძლებლობები გაგვეტანა იმ სფეროებშიც, სადაც ელეგანტურობას, ხარისხსა და განსაკუთრებულ სტილს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამიტომ დღეს უკვე გთავაზობთ დამატებით სერვისებსაც, რომლებიც კიდევ უფრო მეტს სთავაზობს თქვენს განსაკუთრებულ დღეს და ხელს უწყობს დაუვიწყარი მოგონებების შექმნას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ის შეგრძნება, რომელსაც ჩვენთან ურთიერთობა ტოვებს. დამატებითი სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ვებგვერდზე. R'RETRO Car Classics.

- - -

pin_drop

ხელმისაწვდომობა

ჩვენი სერვისი მოიცავს მთელი საქართველოს ტერიტორიას. პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების, ასევე ნებისმიერი სახის პროდუქტის თქვენს მიერ მითითებულ ადგილას სწრაფ და სანდო მიწოდებას.

star

ექსკლუზიურობა

ჩვენი მისიაა ვუზრუნველვყოთ უნიკალური, ექსკლუზიური პროდუქცია და სერვისი, შთაგონებული ჩვენი კლასიკური ავტომობილების გამორჩეული სტილით. თითოეული პროდუქტი და მომსახურება გთავაზობთ დახვეწილ, პერსონალურ გამოცდილებას, შექმნილს თქვენი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის.

editor_choice

პროფესიონალური სერვისი

იქნება ეს ტექნიკური საკითხი თუ სხვა ნებისმიერი შეკითხვა – დაუკავშირდით ჩვენს გუნდს. ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ სწრაფი და პროფესიონალური დახმარება ნებისმიერ საკითხში.