დაჯავშნის გაგრძელებით ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს:
გადახდა და დეპოზიტი
დაჯავშნის შესრულებისას მომხმარებელს ეჭრება ავტომობილის ჯავშნის ღირებულება და უსაფრთხოების დეპოზიტი.
დეპოზიტი სრულად ბრუნდება სერვისის დასრულების შემდეგ, ავტომობილის დაუზიანებლად და დროულად დაბრუნების შემთხვევაში.
დეპოზიტის დაბრუნება ხდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა გადახდა.
დაჯავშნის დრო და დროის მექანიზმი
როდესაც ავტომობილი გამოცხადდება მითითებულ ადგილზე, მომხმარებელს ეგზავნება შეტყობინება: „ავტომობილი ადგილზეა“, და იწყება დაჯავშნილი დროის ათვლა.
დაჯავშნილი დროის ამოწურვისთანავე მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას: „დრო ამოიწურა“, რის შემდეგაც იწყება 10-წუთიანი უფასო პერიოდი.
10 წუთის გასვლის შემდეგ, თუ ავტომობილი კვლავ არ არის დაბრუნებული, ჩაირთვება გადაცილებული დროის წამზომი, და:
თანხა დაიწყებს დარიცხვას წუთობრივად.
თანხა ჩამოიჭრება დეპოზიტიდან.
გადაცილებული დროის წუთობრივად დათვლა ხდება შემდეგი პრინციპით:
ავტომობილის საათობრივი ღირებულება იყოფა 60-ზე, რათა მივიღოთ ერთი წუთის ფასი.
მაგ. თუ ავტომობილის საათობრივი ღირებულებაა 300 ლარი, ერთი წუთის ფასი იქნება 5 ლარი (300/60).
შესაბამისად, თუ მომხმარებელი 10 წუთს გადააცილებს, დეპოზიტიდან ჩამოიჭრება 50 ლარი (5 x 10).
დაჯავშნის გაუქმება
დაჯავშნის გაუქმების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას.
გაუქმების შემთხვევაში მოხდება მხოლოდ თანხის 50% დაბრუნება.
უამინდობის შემთხვევაში (წვიმა, თოვა, ძლიერი ქარი და სხვა), ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გააუქმოს ჯავშანი და სრული თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს.
ავტომობილის მდგომარეობა და გამოყენება
მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს ავტომობილი სათანადოდ, საგზაო წესების და ჯანმრთელი ლოგიკის დაცვით.
ავტომობილის დაზიანების ან არასწორი გამოყენების შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას შეაკავოს დეპოზიტი ნაწილობრივად ან სრულად.
იმ შემშთხვევაში თუ დაზიანების საფასური გაცდება სადეპოზიტო თანხას, აღნიშნული შეფასდება პროფესიონალი ჯგუფის მიერ და პასუხისმგებლობა დაეკისრება მომხმარებელს. თანხის ანაზღაურება მოხდება შესაბამისი იურიდიული ბერკეტების გამოყენებით.
სხვა პირობები
პლატფორმას უფლება აქვს უარი თქვას მომსახურებაზე იმ მომხმარებლებისთვის, ვინც დაარღვევს წესებს ან ზიანს მიაყენებს სისტემას/ავტომობილს.
დაჯავშნის გაგრძელებით ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით და ეთანხმებით ზემოაღნიშნულ წესებს.
ი/მ საბა ქოჩლაძე 01024043950
2025 ყველა უფლება დაცულია.